პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ფედერალური სამსახური ეძებს გერმანიის მოქალაქე ქალს, რომელმაც 4 მილიარდი დოლარის ყალბი კრიპტოვალუტა გაყიდა. ბრალდებული ქალი, რუჯა იგნატოვა, ასევე ცნობილია როგორც "კრიპტოქუინი". ამის შესახებ CNN-ი წერს.
„კრიპტო დედოფალს“ 2019 წელს 8 ბრალდება წაუყენეს, მათ შორისაა, თაღლითობა და ბულგარეთში დაფუძნებული კრიპტოპირამიდის (შპს OneCoin-ი) მართვა.
„მან მშვენივრად შეადგინა თავისი სქემა, გამოიყენა კრიპტოვალუტის ადრეული პერიოდის გამაოგნებელი სპეკულაციები," - აცხადებს მანჰეტენის მთავარი ფედერალური პროკურორი დემიან უილიამსი.
უილიამსმა OneCoin-ი აღწერა, როგორც „ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი Ponzi სქემა“.
უილიამსის თქმით, იგნატოვა 2017 წლის ბოლოს მოპარული ფულით გაუჩინარდა.
მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. გამომძიებლები მის კვალს წლების განმავლობაში ეძებნენ, მაგრამ უშედეგოდ.