ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
მირანდა ფერაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რეზო ჯვარსკის, რევაზ უბილავას მეგობარი გოგონაა. რეზო ე.წ. კანონიერ ქურდად 2014 წელს “მოინათლა”.
ერთ-ერთი გავრცელებული ისტორია, რაც რეზიკო ჯვარსკის სახელს უკავშირდება სომეხი ქურდის შეხვედრაა.
შემთხვევა კრასნოდარში მოხდა. შეხვედრაზე მისული ქართველი დააკავეს და სთხოვდნენ ქურდებისთვის შეეგინებინა, მაგრამ არ შეაგინა.
რაც შეეხება მირანდა ფერაძეს, ის და რეზო ჯვარსკი 2015 წლის სექტემბერში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი ბელორუსში ჩაფრინდნენ თურქეთიდან. კრიმინალურ ავტორიტეტს უკანონო გზით მოპოვებული არადეკლარილებული დოლარი და ევრო აღმოაჩნდა, რომელიც „ობშიაკისთვის იყო განკუთვნილი. გასაუბრების შემდეგ წყვილი სამართალდამცველებმა გაათავისუფლა და ქვეყანა დაატოვებინეს.
2020 წლის მაისში შსს-მ რეზიკო ჯვარსკი „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააკავა.
“1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.