ვინ არის კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა

მკვლელობა

სასტიკი მკვლელობა თბილისში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო. 

მოკლული ქალი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილია.

სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილი დააკავეს.

მეზობლების თქმით, უმეტესი მათგანი ნიკოლოზ ლაჩაშვილს არ იცნობდნენ. 

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.