ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
სასტიკი მკვლელობა თბილისში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადაადგო.
მოკლული ქალი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილია.
სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის 31 წლის კაცი დააკავეს.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოკლულის ფოტოს ambebi.ge ავრცელებს.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801