VIDEO: „კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი“ - ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

კრიმინალური

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. დაჯგუფების წევრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდნენ და სახლებს ძარცვავდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით. კერძოდ, ისინი უხილავ ძაფებსა და მარკერებს ათავსებდნენ სახლის კარებთან, რათა გაეგოთ, გაიღო თუ არა კარი. სახლებში, სადაც მეპატრონე არ იმყოფებოდა, ღამით იპარებოდნენ და საკეტებს ამტვრევდნენ.

პოლიციამ მოპარულ ნივთებს შორის ამოიღო: ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული. არსებული ცნობებით, ჯგუფის წევრები ფულად გზავნილებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რიცხავდნენ. ქალაქ ლუგოში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები არიან ქართული მაფიოზური ორგანიზაციების წვერები და მათ ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ. ისინი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ.

პოლიციამ გაარკვია, რომ მანქანას ქირაობდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებოდნენ. ძარცვავდნენ სახლებს, ფერმებსა და სხვა ობიექტებს. კრიმინალები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილი.  ისინი დავალებებს ქართველი პირებისგანაც იღებდნენ, სავარაუდოდ ისინი უმზადებდნენ მათ ყალბ დოკუმენტებს და ასევე უზრუნველყოფდნენ მათთვის საცხოვრებელ ადგილებს“, - აცხადებენ ესპანეთის პოლიციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჭორი თუ სიმართლე - გიორგი ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსს" აღარ წაიყვანს?!

„ავტომატით, ხანჯლით და ნიღბებით იყვნენ“ - კახეთში ოჯახს ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარი წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ

ესპანეთში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს - სპეცოპერაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზებული დაჯგუფება სპეციალური სქემით მოქმედებდა