ესპანეთში საქართველოს 22 მოქალაქე დააკავეს - სპეცოპერაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ ორგანიზებული დაჯგუფება სპეციალური სქემით მოქმედებდა

პოლიც

სპეცოპერაციების სერია ესპანეთში - მადირდში, სევილიასა და ლუგოს პროვინაციაში ქართველების ორგანიზებული დაჯგუფება გამოავლინეს. ივლისიდან დღემდე დაკავებულია საქართველოს 22 მოქალაქე, რომლებიც ესპანეთის ქალაქებში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ, ნაძარცვი კი სავარაუდოდ საქართველოში იგზავნებოდა.

ესპანურმა პოლიციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც წინასწარ აკეთებს სპეციალურ მარკირებას კარზე, რომელიც შემდგომში მძარცველების სამიზნე უნდა გამხდარიყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ორი ე.წ. კანონიერი ქურდია, თუმცა მათი ვინაობა არ საჯაროვდება.