ვაკეში მკვლელობის დროს დაჭრილი მამაკაცი კლინიკიდან გაწერეს - რა არის ცნობილი ამ დროისთვის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე

policiis lenti

პირი, რომელიც გასულ ღამეს ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის დროს დაიჭრა, კლინიკიდან გაწერეს. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი. ექიმების თქმით, დაჭრილს მსუბუქი დაზიანება აქვს ფეხის არეში და ის უკვე სახლშია გაწერილი.

ცნობისთვის, გასულ ღამეს ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე მოკლეს. მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

შემთხვევა გუშინ, დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა და მას არაერთი ადამიანი შეესწრო. თვითმხილველებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ორი ტყვია მოხვდა ახლოს მდებარე კვების ობიექტსაც.