თბილისში სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ე.წ კანონიერი ქურდია

დაჭრა

თბილისში ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე და დაჭრილი  ციხის ე.წ მაყურებელი, ზუგდიდელი  ხ.ც.-ა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ის ორ თვეზე მეტია, რაც თურქეთში იმყოფებოდა და საქართველოში სავარაუდოდ, 28 მარტს დაბრუნდა. 

სისხლიან დაპირისპირებაში ე.წ. კანონიერ ქურდი მხარის არეში დაიჭრა, ის სამკურნალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მსხდომ პირებს ესროლეს. რამ გამოიწვია მხარეებს შორის დაპირისპირება ჯერჯერობით უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  109-ე და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში  განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, გვიან ღამით თბილისში დაპირისპირება მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 5 პირი.