VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ქობულეთში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ე.წ. ქუჩური გარჩევა მოხდა, დაჭრილმა მამაკაცმა კრიმინალური ავტორიტეტები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შემთხვევა ე.წ. ემტეესის დასახლებასთან მოხდა. ადგილობრივები დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ. დაჭრილი მამაკაცის მამის ინფორმაციით, ის ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მამისთვის უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.