თბილისში ორი რესტორანი გატეხეს - წაღებულია თანხა

policiis lenti

დაუდგენელმა პირებმა, სანაპიროზე მდებარე რესტორანი HB გატეხეს, სალარო აპარატიდან მოპარულია თანხა.

ასევე, გატეხილია და წაღებულია თანხა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „სიოდან“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.