პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ივნისს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, გლდანი.
11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში, სოფლებში: არშა, სიონი, სნო, აჩხოტი, გარბანი, გორისციხე, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გერგეტი, გველეთი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წეროვანი, ზემო წეროვანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლება, წილკანი, მისაქციელი, ასევე ქ. მცხეთაში.
13:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, გამსი, მაქართა, ჩოხი, ბახანი, დიხჩო, ათნოხი, ჩობალაურები და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 17:00-დან 19:00 საათამდე - დუშეთში რუსთაველის, მ. კოსტავას, სტალინის, მწითურის, ალ. ბექაურის, არაგვისპირელის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.