თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა - შემთხვევა სილამაზის სალონში მოხდა

პოლიცია

თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა პირველ ნოემბერს საღამოს საათებში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით კაცი წარსულში ნასამართლევია და მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

დაჭრილი ქალები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ.