1784020802
სროლა ბათუმის ბულვარში - რა დეტალებია ცნობილი
ბათუმში გასროლის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ახალ ბულვარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გასროლა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, შუა ხნის მამაკაცმა განახორციელა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ფაქტზე ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.











