,,სასწრაფოდ! ვიცანი ტერორისტი" - რა ინფორმაციას ავრცელებს ოთარ ჩრდილელი ბანკში შეჭრილ თავდამსხმელზე?

specoperacia qutaisi

ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი თავდამხსმელის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,სასწრაფოდ!
ვიცანი ტერორისტი. ამაზე სტატუსის ბოლოს...  
ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრდეს და მერე აჩვენებენ თუ როგორი სათნო დედა და სპეტაკი მამა ჰყავს - ტერორისტს.
თუ რა საყვარელი ბავშვები ჰყავს და როგორი მზრუნველი მამაა, მერე წამოვა საძმაკაცო, სამეზობლო სანათესაო
გაუჭირდა და გაჭირვებამ აქნევიაო… 

ყველაფერზე, ეს გაჭირვებაზე ხელის ტაცება- მაშველ რგოლად მაგარი შემოიღეს.

მსოფლიოში ყველა ეპოქაში იყო გაჭირვება, შენ რა იცი მე როგორ მიჭირს…
ან იმას რა დონეზე ადგას გასაჭირი-ან ამას, მაგრამ:
ქალებში კი არ შევვარდნილვართ ხელყუმბარით
საერთოდ, ჰუმანისტი ვარ, თუმცა ბოლო კადრების ნახვის შემდეგ:
ეს ისე უნდა დაისაჯოს, რომ:
პირში ის და მისი მოთხოვნილი დროშა გაუყარო!

P.S. ახლა რაც შეეხება დაპირებულ ვინაობას, ნიღაბს როდესაც ჩამოხსნიან, ყველა დაინახავთ ტერორისტი რა  -ცაა…", - წერს ოთარ ჩრდილელი ,,ფეისბუქში".