პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გურიაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი სააგენტო „გურიანიუსი“ დეტალების შესახებ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.
წყაროსვე თქმით, მკვლელსა და მოკლულს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
„გაღმა სოფლელია, ნაგომარში ცხოვრობს მკვლელი. დაზუსტებით ვიცი, რომ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ზაზას და მკვლელს. რის გამო ვერ რიგდებოდნენ, რა ვიცი. ამ მამის ტოლმა კაცმა, მთელი 20 წლით უფროსია ზაზაზე, როგორ გაიმეტა ასე სასტიკად. გაამწარა მოხუცებული დედა. გაოგნებულია მთელი სოფელი”, - ამბობს წყარო „გურია ნიუსთან”.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, დაჭრილმა ზ.წ.-მ ახლობელთან დარეკვა და ადგილმდებარეობის თქმა მოახერხა. ადგილზე მისულებს კი იგი უგონო მდგომარეობაში დახვედრიათ, საიდანაც მედალფას ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.