„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. 36 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული. ის თავის საძინებელ ოთახში წამებით გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი, ქალის ნათესავი 41 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
მეზობლები ამბობენ, რომ 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ქალთან ხშირად მოდიოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა.
„რომ ამოვიარე შემოღობილი იყო უკვე, ბევრი პოლიციელი იყო და რაღაცას ეძებდნენ. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. მეუღლე არ ყავდა, შვილი დარჩა". - ამბობს მეზობელი.
41 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შემთხვევა ვაზისუბანში, ჰუალინგის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე ფემიციდის ეს შემთხვევა გაუხმაურებელი იყო. შსს-მ მომხდარზე განცხადება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.