რუსთავში ქმარმა ცოლი დაჭრა

შსს

რუსთავში, მე-17 მიკროარიონში ქმარმა ცოლი დაჭრა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 35 წლამდე ქალს მამაკაცმა ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

პაციენტი თავდაპირველად რეანიმაციულ ბლოკში მოათავსეს, თუმცა ახლა უკვე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.