„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ქალმა, მაგდა პაპიძემ ქმარი და შვილი მოკლა, შემდეგ კი კვალის წაშლას შეეცადა, თუმცა, მისთვის საბედისწერო სისხლის ლაქა აღმოჩნდა, რომელიც გამომძიებლებმა სახლში იპოვეს.
მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში, თუმცა, თავს დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„პოლიციის ფაილებში“ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ყველაზე სასტიკ და გახმაურებულ საქმეს თითქმის 5 წლის შემდეგ იხსენებენ და იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მაშინ არ გაჟღერებულა.
გამოძიებამ დადგინდა, რომ მამის სიკვდილიდან მალევე, 5 წლის თორნიკე ასფიქსიით (გაგუდვით) გარდაიცვალა.
„მოგუდა... პირზე ააფარა ხელი, ბავშვს ტუჩი ჰქონდა დაზიანებული. ბავშვი ასფიქსიითაა გარდაცვლილი. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ბავშვის ფრჩხილებშიც იყო ამის [მაგდა პაპიძის] კვლები, ამ ქალის ბოჭკოები იყო. როგორც ჩანს, ბავშვი ბოლომდე ცდილობდა თავის დაღწევას. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მოხდა...“ - იხსენებს გამომძიებელი.