რას ამბობს მკვლელობისთვის დაკავებული 30 წლის ქალი - საზარელი დანაშაულის დეტალები

პოლიცია

ხობში, სოფელ ხამისკურში საზარელი მკვლელობა მოხდა.

46 წლის ხათუნა ლაზარიას მკვლელობაში ბრალდებული ქალი, 1992 წელს დაბადებული ზ.უ.-აა.

სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებულმა ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გამომძიებლის შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ცნობილია, ქალი დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მოკლულს მისი ვალი ჰქონდა.

ხათუნა ლაზარიას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეუღლეს და ნათესავებს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურად მიაწოდეს.

მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებული გალიდანაა. მისი ოჯახი წლების განმავლობაში სოფელ თორსაში ცხოვრობდა, ახლა კი ზუგდიდში.

როგორც ,,პრაიმტაიმს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.