შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები - ხობში მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია

პოლიცია

ხობში, სოფელ ხამისკურში საზარელი მკვლელობა მოხდა.

ქალმა ქალი ბლაგვი საგნით დაასახიჩრა და სოფლის გზაზე დატოვა. ცხედარი გამვლელმა შენიშნა და პოლიციას აცნობა.

,,ჩვენ არანაირი ხმაური არ გაგვიგია. შესაძლოა, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ვინც ნახა, ის ახლა პოლიციაშია გამოკითხვაზეა გადაყვანილი“, - აცხადებს ადგილობრივი.

როგორც ცნობილია, 50 წლამდე ხათუნა ლაზარია, სასიკვდილოდ 30 წლის ქალმა გაიმეტა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული და მკვლელობისთვის დაკავებულიც ზუგდიდში ცხოვრობდნენ. 

,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ, თანხის გამო მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

როგორც ,,პრაიმტაიმს" უწყების პრესსამსახურში უთხრეს, დაკავებულია ერთი პირი.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.