1734813647
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით კაცი მეზობელმა, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა.
მოკლულის ოჯახის წევრებს უჭირთ საუბარი, რა იყო დანაშაულის მოტივი. ჰყვებიან, რომ 40 წლამდე მამაკაცს, რომელიც გამთენიისას, პოლიციამ საკუთარ სახლთან დააკავა, ფსიქიკური პრობლემები აქვს და აგრესიული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.