პირველი კადრი ადგილიდან, როგორ ჩაცხრილეს ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე თურქეთში

პოლიცია

ტრაპიზონში ცნობილი ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე, იგივე რეზო თბილისკი მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი მანქანაში სროლის შედეგად გარდაიცვალა. მას მანქანიდან ესროლეს და დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. 

„დაშავებული რ.ლ. 112-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის პირველი ჩარევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორი სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა“ - წერს თურქული მედია.

დღეს გავრცელდა კადრები, როგორ ჩაცხრილეს მანქანაში რეზო ლორთქიფანიძე.