11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728588267
პირები, რომლებმაც ტრაპიზონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ქართველი ბანდის ლიდერი რევაზ ლორთქიფანიძე, მეტსახელად „რეზო თბილისი“ მოკლეს, სასამართლოში გადაიყვანეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი ქართველია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ყირგიზეთის მოქალაქე ინიციალებით - ნ.მ და საქართველოდან რ.მ.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მანქანაში სროლის შედეგად გარდაიცვალა. მას მანქანიდან ესროლეს და დაჭრეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებული 112-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის პირველი ჩარევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.