გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით და თქვა ერთადერთი წინადადება... - ეკა კუპატაძე
1788730316
ზუგდიდში წუხელ ორი მაღაზია გაქურდეს, რუსთაველის და კედიას ქუჩებზე. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიების გასაღების ასლები დაამზადეს და ადგილზე ისე შეაღწიეს.
ორივე მარკეტიდან წაღებულია თანხა და თამბაქოს ნაწარმი.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, სავარაუდო დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებული არიან.
პოლიცია მათ დაკავებაზე მუშაობს.