გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ბათუმში ქმარმა 37 წლის ცოლი მოკლა. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქედიდან იყო და ბათუმში ისინი ქირით ცხოვრობდნენ.
ქალს რამდენიმე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. უწყება ამბობს, რომ ის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქალს ორი შვილი ჰყავდა, ისინი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
,,გადმოვიდა ხაზეიკა, იძახდა რაღაც მოხდა, ჩხუბიო და მე ვერ ავდივარ, მეშინიაო, გაიქეცით იქნებ დაეხმაროთო. მეც ვერ ავედი, იმიტომ რომ შემეშინდა. მერე ხალხი რომ ავიდა ყველა, შიგნით იყვნენ, მერე ავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ორი შვილი ჰყავთ, ერთი 20 წლისაა, ერთი მგონი 15-ის. თბილისში იყო უფროსი და პატარა დედასთან“, - ჰყვება მეზობელი.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
„პირველი ახალი წელია, როცა კლინიკაში პიროტექნიკით დაზიანებული ბავშვი არ შემოსულა“ - ივანე ჩხაიძე
„კლინიკაშიც კი არ გადააყვანინა შემსწრე ხალხს!“ - დიდუბეში ავტომობილი ძაღლს დაეჯახა