„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობენ კარგად, თავდამსხმელი არის დაკავებული.
მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს ეს ღონისძიება, მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით და დიდი მადლობა მათ“, - ალექსანდრე დარახველიძემ.