1775159088
ნიუ-იორკში, სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს - დამატებითი დეტალები
ევროპის შემდეგ, ქართულმა მაფიამ შეერთებულ შტატებშიც ჩააღწია. ნიუ-იორკში, სპეცოპერაციის შედეგად, გამოვლენილი და დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი სინდიკატის არაერთი წევრი.
დიდი ოდენობით ფულის გამოძალვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა - ამ ბრალდებით დაკავებულთა შორისაა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე - "ვაჟა ქუთაისსკი".
ქუთაისში, ვაჟა გაბადაძის მეზობლებს ე.წ. კანონიერი ქურდის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კრიმინალური "ავტორიტეტი" ქვეყნიდან წლების წინ წავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, 2020 წელს, მას საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოერთვა.
40 წლის გაბადაძეს კრიმინალურ წრეებში ვაჟა "ქუთაისსკის" სახელით იცნობენ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ის საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ლიდერად არის მოხსენიებული. "კურიერის" ინფორმაციით, გაბადაძეს, სხვადასხვა გვარით, რამდენიმე პასპორტი აქვს, თუმცა უცნობია, რომელი მონაცემებით მოახერხა შეერთებულ შტატებში შესვლა.
ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი:











