1775159088
ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, ვფიქრობ გამოძებნის ეკლესია და წმინდა სინოდი ძალას იმისთვის, რათა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას - გიორგი ვოლსკი
ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა არ არის ახალი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში, ქართული ეკლესიისა და წმინდა სინოდის მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას. მათი განმარტებით, ოპოზიციური ფლანგი წინა წლებშიც აქტიურად ცდილობდა ზიანი მიეყენებინა კათოლიკოს-პატრიარქისთვის, ახლა კი იმავეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს (მუჯირი) წინააღმდეგ განაგრძობს.
"სცენარი უცვლელია. ზოგადად, ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს, ეს გრძელდება. ვფიქრობ გამოძებნის ეკლესია, წმინდა სინოდი ძალას იმისთვის, რათა გაუმკლავდეს ამ გამოწვევას", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
სინოდის სხდომა დღეს, 12 საათზე დახურულ ფორმატში გაიმართება, სადაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები და საორგანიზაციო საკითხები განიხილება.











