ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
ლაღიძის ქუჩაზე, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
3 დაზარალებულიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.
„ნახევარი გვერდი წაცლილი აქვს ბავშვს. მანქანაში ხომ გადარჩებოდა? ე.ი. ფეხზე იდგა, ან მაღაზიიდან გამოდიოდა. კიდურები და ხერხემალი აქვს დაზიანებული“, - აცხადებს დაშავებულის ახლობელი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
თვითმხილველები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ: ერთი ვერსიის თანახმად, ადგილზე ერთმანეთს ორი ადამიანი დაუპირსიპირდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორის წინააღმდეგ ხელყუმბარა გამოიყენა. მეორე ვერსიით კი, ავტომობილს, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა, ხელყუმბარა ესროლეს.