როგორია კახეთში დაჭრილი ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სასწრაფო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა, მძიმეა. ორივე თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება და მკურნალობას გადის.

ჰოსპიტალის ექიმის, ვასილ გოთაძის განმარტებით, პაციენტებს მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ მიყენებული.

„ჭრილობები არის ცეცხლნასროლი და საკმაოდ მძიმე, გულმკერდის, ზურგის არეში და პლევრალურ ნაწილებში შეღწეული. ერთი პაციენტი, განსაკუთრებით მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, შოკიდან გამოვიყვანეთ და ვაკვირდებით. მეორე ახალგაზრდაც ცეცხლნასროლი ჭრილობებით არის, მისი დინამიკა დადებითია“,- განაცხადა გოთაძემ.

შემთხვევა სოფელ აკურაში წუხელ მოხდა, მეზობლებს შორის დაწყებული დავა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ, 60 წლამდე ასაკის მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ერთი, დაჭრა გარდაცვლილის ძმა და საკუთარი შვილიც.

მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას პოლიცია ეძებს.