პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მილანში ქართველმა მანეკენს 1 000-ევროიანი სათვალე მოხსნა და მოიპარა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა 18 ოქტომბერს, Via Berchet-ში მოხდა.
ორი ქურდი მაღაზიაში ჩვეულებრივი მომხმარებლის მსგავსად შევიდა, ერთ-ერთი მანეკენს მიუახლოვდა, მოხსნა სათვალე და ტანსაცმლის ქვეშ დამალა. შემდეგ, როდესაც მათ მაღაზიიდან გასვლა სცადეს, ერთის დაკავება მოახერხეს, რომელიც ქართველი აღმოჩნდა. ის პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყო. რაც შეეხება მის თანამზრახველს, მან გაქცევა მოახერხა.
43 წლის კაცის გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს მოპარული მზის სათვალე, რომელიც დაახლოებით, ათასი ევროს ღირებულებისაა. მოპარული ნივთი უკან დააბრუნეს.