1734813647
იტალიაში, პარფიუმერიის ქურდობისთვის 20 წლის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ უდინეს პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. 20 წლის კაცი პარფიუმერიულ მაღაზიაში ჩადენილი ქურდობისთვის 2 წლის განმავლობაში იძებნებოდა. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი შემთხვევით ამოიცნო იმ პარფიუმერიული მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა, საიდანაც მას წარსულში 700 ევროს ღირებულების პარფიუმერია და კოსმეტიკა ჰქონდა მოპარული.
ახალგაზრდა კაცს პოლიციამ ბორგო სტაზიონეს რაიონში ეროვნულ ტერიტორიაზე მიაკვლია.