დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
კიდევ ერთი ქურდული გარჩევა, რომელშიც მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ლავას ოღლის გავლენების გამოყენებით ცდილობდნენ ბათუმში მცხოვრები ძმების ფინანსური დავის გადაჭრას. მინდია გორაძის გარდა საქმის გარჩევაში რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტიც მონაწილეობდა.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები მოდავე მხარისგან 5 ათას ლარს საქმის მოგვარების სანაცვლოდ ითხოვდნენ. დაზარალებული შავი სამყაროს წარმომადგენლებმა ბათუმთან მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში მიიყვანეს, რის შემდეგაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმეში დევს ამ ინციდენტის ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო მასალაც.
მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პოლიციამ აჭარის რეგიონში რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 პირი ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ბრალდებით დააკავა. ფაჩიჩა, კამო, დუკა და კრიმინალური სამყაროს სხვა წევრებს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ანგისას დასახლებაში, ნაქირავებ კოტეჯებში, კრიმინალური ავტორიტეტები, გამოძიების ინფრმაციით, ფინანსურ დავებს აგვარებდნენ, სანაცვლოდ კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე სოლიდურ თანხას ითხოვდნენ.
საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ ერთ -ერთი "კრიმინალური ავტორიტეტი", შეხვედრის მონაწილე მამაკაცს ცემს და ემუქრება. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.
ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც ერთ-ერთი ძმა ახსენებს, მინდია გორაძე, მეტსახელად ლავასოღლია, რომელსაც საქართველში მცხოვრები "კრიმინალური ავტორიტეტები" დახმარებას სთხოვდნენ. გავლენიან "კანონიერ ქურდს" სხვა საქმეებზე საქართველოში პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.
"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დურსუნ ქობულაძეა, მეტსახელად დუკა, ის ე.წ. კანონიერი ქურდის, ასლან ბათუმსკის ძმაა. დაკავებულების ახლობლები ქურდულ სამყაროსთან ბრალდებულებში კავშირს უარყოფენ.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკი და ფული.
სპეცოპერაცია ბათუმში სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდა, დაკავებულია 8 პირი, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.