პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სკანდალური ჩანაწერი გაავრცელა. კრიმინალური ავტორიტეტების და საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების ზეწოლით, მოქალაქე იძულებული გახდა ყური საკუთარი ხელით მოეჭრა და შეეჭამა. "კურიერმა" გაარკვია, რომ მძიმე დანაშაულში უშუალოდ ფიგურირებს ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ გვასალია, იგივე თემო სოხუმსკი და კრიმინალური ავტორიტეტი მანუჩარ გერენავა.
დღეს, "რუსთავი 2" სენაკში, კრიმინალური ავტორიტეტის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა, სადაც გაირკვა, რომ მანუჩარ გერენავა საზღვარგარეთაა და მძიმე დანაშაულში ბრალი დაუსწრებლად წარედგინამ, ასევე დაუსწრებლად გაასამართლებენ კანონიერ ქურდ თემურ გვასალიასაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ჩანაწერები მოქალაქეებისგან ათი ათასობით ლარის გამოძალვის სხვა ეპიზოდებსაც ასახავს. ხელბორკილები დაადეს მათაც, ვინც ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით საქმეში შავი სამყარო ჩართო. დაკავებულთა შორის ორი ქალია.
გამოძიების მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში ასახულია, თუ როგორ არჩევენ საქმეს უცხოეთში მყოფი კანონიერი ქურდები, მათ შორის აკაკი ტუღუში, იგივე ენცო და თენგიზ ხოფერია, მეტსახელად ჭინკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეციალური ოპერაციის შედეგად თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში საერთო ჯამში 9 პირი დააკავეს, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდისთვის მიმართვა და არაადამიანური მოპყრობა - ამ დანაშაულებებში ბრალდებულებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების საკითხს, სავარაუდოდ ხვალ განიხილავს.