ტურისტმა პოლიციაში განაცხადა, რომ 400 ევრო მოპარეს, ქურდი კი მისივე მეუღლე აღმოჩნდა - რა მოხდა კუნძლ კრეტაძე

ევრო

უჩვეულო ქურდობის ფაქტი მოხდა საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე. 

ფინელმა ტურისტმა პოლიციაში განაცხადა, რომ გაძარცვეს, 400 ევრო და ტელეფონი მოპარეს.

ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როდესაც ტურისტს ოფიცრებმა ჰკითხეს, თუ სად ცხოვრობდა და ვისთან ერთად იყო, როდესაც კუთვნილი ნივთები დაკარგა, განაცხადა, რომ ბევრი ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და შესაბამისად, არ ახსოვდა არც სასტუმროს სახელი და არც ის, ვისთან ერთად იმყოფებოდა.

პოლიციის განყოფილებაში საქმე აღიძრა და გაირკვა, რომ ქურდი მისივე მეუღლე იყო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი კრეტას დატოვებას აპირებდა, თუმცა, წასვლამდე მამაკაცმა უკიდურესად ბევრი დალია და მისი მეუღლე ამ ყველაფერზე გაბრაზდა. ის არ დაელოდა ქმარს, მისი თანხა და მობილური ტელეფონი აიღო და სამშობლოში გაემგზავრა, მამაკაცი კი, კუნძულზე დატოვა.

ქალი კუნძულიდან მანამდე გაემგზავრა, სანამ ქმარი ქურდობის შესახებ შეიტანდა განაცხადს.