„ჩემი ცხოვრების სიყვარული...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
1790534181
აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაგრაში გაუჩინარებული ორენბურგის ოლქის მცხოვრები, ამინა ბიკბოვა, მოკლულია.
მკვლელობის საქმეზე გუდაუთის მცხოვრები, 2001 წელს დაბადებული ედგარ აბუხბა დააკავეს, რომელიც დროებით გაგრაში ცხოვრობდა და მუშაობდა.
უწყების ცნობით, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მკვლელობა აღიარა.
დაღუპული ამინა ბიკბოვას დედის თქმით, გაუჩინარებამდე ქალიშვილი მას ყოველდღიურად უკავშირდებოდა და დილაობით წერილობითაც ესაუბრებოდა.
გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე ამინა გაგრაში მამაკაცს გაეცნო, რომელმაც გოგონები ყავაზე დაპატიჟა.
26 წლის ქალის მეგობარმა უარი თქვა, რის შემდეგაც ამინა მამაკაცთან ერთად მარტო წავიდა.
ქალის გაუჩინარების შემდეგ მისი მეგობრები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, რა შეემთხვა მას. ერთ-ერთი მათგანი მივიდა ნაქირავებ ბინაში, სადაც, არსებული ინფორმაციით, ტრაგედია მოხდა. ბინაში ამინას ნივთები დარჩა.
დედის თქმით, მოგვიანებით მეგობარი შეხვდა მამაკაცსაც, რომლის შემდეგაც ამინა გაუჩინარდა. მისი თქმით, მამაკაცი მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა და ამბობდა, რომ გოგონა უცნობმა პირმა წაიყვანა.