ფულის გამოძალვა თუ შურისძიება - საგარეჯოში ბიზნესმენის მკვლელობის ორ ვერსიაზე ალაპარაკდნენ

მკვლელობა საგარეჯოში

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე ადგილობრივი მოსახლეობა ორ ვერსიას განიხილავს.
იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში თვლიან, რომ მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა ფულის გამოძალვა ან ეჭვიანობა გამხდარიყო.

ერთ - ერთი პირი, „პრაიმ ტაიმს“ უყვება, რომ 36 წლის აიდინ გამზაევის მკვლელობის ზუსტი მოტივი, ჯერჯერობით არავინ იცის. 

აიდინი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული და რაღაც შემოსავალი ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ, მას ფულის გამოძალვის უპირებდნენ, გარკვეულ თანხას სთხოვდნენ. ჩვენთან ამბობენ, რომ მან პოლიციას მიმართა და ის პირები დაიჭირეს. ერთი ვარაუდია, რომ მათმა ახლობლებმა მოკლეს.

მეორე ვერსიით, შესაძლოა, ეჭვიანობას უკავშირდებოდეს. იყო რაღაც ფაქტი და ეს ამბავი გახმაურდა. ერთი ვარაუდი, ესეც გვაქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, შურისძიება გადაწყვიტეს“, - ამბობს ადგილობრივი.

შეგახსენებთ, მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპლიტეტის სოფელ იორმუღანლოს თემში, გამთენიისას მოხდა.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, აიდინ გამზაევს საცხივრებელ სახლში მიაკითხეს და კართან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

EXCLUSIVE: „შვილს გულის მანკი აქვს...“ - რას ჰყვება ბანკის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია