პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ში დააკავეს 10 წლის გოგო - არასრულწლოვანმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალს, რომელიც დედამისს ეკამათებოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვის დედამ და 41 წლის ლაშუნ დენიზ როჯერსმა საცხოვრებელი კომპლექსის გარეთ კამათი დაიწყეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. დაკავების ოქმის მიხედვით, ამ დროს ბავშვი დედასთან ერთად იმყოფებოდა.
არასრულწლოვანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. დაკავებისას ბავშვმა პოლიციას შემდეგი სიტყვები უთხრა - „მას არ უნდა დაერტყა დედაჩემისთვის".
ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბავშვი ფლორიდის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის მეურვეობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობითვე, პატიმრობაში იმყოფება ბავშვის დედაც.