გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა
1742794055
გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს, მკვლელობის დეტალებს ჰყვება. შემზარავი მკვლელობის ერთადერთი მოწმე 16 წლის გოგონა იხსენებს, რომ მწყემსმა ფერმაში დასაქმებულებს თანხა მოსთხოვა უარის შემდეგ კი მოკლა.
გოგონას თქმით, მკვლელმა ჯერ მისი მშობლები დახოცა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა და ფულის მოძებნას აიძულებდა. არასრულწლოვანი იხსენებს, რომ დამნაშავემ ის საწოლზე დააბა.
გაისმა თოფის ხმა, გავიგე დედაჩემის ხმა გამოვედი შეშინებული და მკვლელს შევეჩეხე ეგრევე. დედა არ იყო ჯერ მკვდარი, ვერც დედას ვხედავდი და ვერც მამას. ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი მიწაზე მათრია. დანა ედო უკან, ერთი დანა ამოვაცალე, მარანში შემიყვანა და თოკი დამაბა ხელებზე და მერე მაღლა ამიყვანა, საწოლზე მიმაბა ხელებიც დამიბა და ფეხებიც და მეუბნებოდა ფული სად არისო, რომ ვუთხარი არ ვიცითქო არ მიჯერებდა", - ამბობს 16 წლის გოგონა „ტვ პირველთან“
საზარელი მკვლელობა კახეთში გუშინ მოხდა. მკვლელმა ცოლ-ქმარი მათი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ დახოცა.