მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტი ლიკვიდირებულია - ფოტოები ადგილიდან, სადაც აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა ISIS-ის ლიდერი მოკლეს

ISIS

აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში მოკლეს.

ამის შესახებ საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნდა.

ოპერაცია ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჩატარდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა აშშ-ის სპეცძალების ყველა წარმომადგენელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა. სხვა დეტალები თეთრ სახლს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა ჯო ბაიდენის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ის, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მათი გუნდის წევრები ოპერაციის მიმდინარეობას ადევნებენ თვალყურს.

აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშემი ალ-ყურაში იყო ე.წ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მემკვიდრე, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ს ძალების სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.