„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.
ცნობილია მოკლულის ვინაობა, ის 40 წლამდე ასაკის საბა გახოკიაა.
ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა, ბიზნესმენი გიჩო მარგველაშვილი.
ამ წუთებში, გოგებაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.
თავდამსხმელმა სამიზნეს ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გაუხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.