ბრალდებულების დაკავებით არაფერი დასრულებულა - ნიკა კვარაცხელიას საქმის პროკურორი

ნიკა კვარაცხელია

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულების დაკავებით არაფერი დასრულებულა.

მისივე განმარტებით, გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ყველა ვერსიაზე მუშაობს.

„ამათი დაკავებით არაფერი დასრულებულა, საქმე გამოყოფილია სხვა შესაძლო მონაწილეების, ხელშემწყობების მიმართ და აღნიშნული საქმის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ვნახოთ, რა იქნება მტკიცებულებებია მიხედვით", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე კი, ფიგურირებს თუ არა, საქმეში ბუსა ჟვანია, პროკურორი პასუხობს, რომ „კონკრეტული სახელები და გვარები გამოძიების ინტერესია".

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.