ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
პარტია ახალი „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს, გოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი კვლავ უჩივის. ამჯერად, ინტერნეტში აქტიურობის გამო.
როგორც პოლიტიკოსი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ „მისი დაჭერა სურთ“.
„12-ში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი იქნება. მედავება იმას, რომ სოციალურ ქსელში მასზე დაწერილი ცუდი კომენტარები ჩემი ბრალია. ასევე ამბობს, რომ „მეგობრობა“ გავუგზავნე და რაღაც „სმაილები“. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო ყველა ჩემს მხარდამჭერსა და მეგობარს, ვისაც ჩემზე გული შესტკივა - ნუ გალანძღავთ, ნუ ახსენებთ, მასზე ნურაფერს დაწერთ. ვინც აწი რამეს დაწერს, ანუ ჩემზე წერს და ცუდი უნდა.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი დაჭერა უნდათ. საერთოდ აღარ მინდა ამ ამბის გახსენება. დავიწყებული მაქვს. თვითონ თუ გაიხსენებს, არ ვიცი...“ - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გოგი წულაია.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ასმათ დვალიშვილი შემაკავებელი ორდერის შემდეგ, ე.წ. დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვს.
შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა წულაია 2021 წლის 19 მარტს დააკავეს.
თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.