ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
1750712039
მარიხუანას სათბური, 35 წლის ქალს ნაქირავებ ბინაში ჰქონდა მოწყობილი. ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. საბინა დუბროვნას დროებითი საცხოვრებლიდან პოლიციამ კონკრეტული ნივთმტკიცებები ამოიღო.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი ქალი. 30 წლის მალინა პოლოვსკა. ის უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. „კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციამ ახალგაზრდა ქალი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩხრიკა და მისი ჯიბიდან სარეალიზაციოდ გამზადებული მეტადონი ამოიღო.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია კიდევ სამი პირი, ერთ-ერთი მათგანი ნასამართლევია და დაკავებისას ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.
საკონტროლო შესყიდვის კადრები პოლიციამ, მოსამართლის განჩინებით, ფარულად გადაიღო. მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში დაკავებული პირები ჩანან.
ფარული კადრები დაკავების ღონისძიებამდეა გადაღებული. სავარაუდოდ, ბრალდებულები კლიენტებს ხვდებიან და ნარკოტიკის რეალიზაციას გეგმავენ. თუმცა, ნარკოდანაშაულის ფაქტი პოლიციამ აღკვეთა და ყველა მათგანს ხელბორკილები ადგილზევე დაადო.
დაკავებულებმა საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა. მითითებული სამალავებიდან პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული "მეტადონი", "ჰეროინი", "მცენარე კანაფი" და "მარიხუანა" ამოიღო, ნარკოდანაშაულის საქმეში დევს ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის პარკები.
კონკრეტული ნივთმტკიცებები სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდანაც ამოიღო. „კურიერი“ რამდენიმე მისამართზე მივიდა, იქ, სადაც სამართალდამცველებმა საგამოძიებო ქმედებები ჩაატარეს. ადგილობრივები ნარკოდანაშაულის დეტალებს ჰყვებიან, თუმცა კამერებთან გამოჩენა არ სურთ.
დაკავებულები ახალა წინასწარ პატიმრობაში არიან. ადვოკატები, დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომიარე, კომენტარს არ აკეთებენ. „კურიერის“ ინფორმაციით, ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს აღიარებს. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ირანის სულიერი ლიდერი განცხადებას ავრცელებს
1750712039