13 წლის გოგო ორსულად არის - ზუგდიდში სექსუალური დანაშაულისთვის კაცი დააკავეს

პოლიცია

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.

ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს.

ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

ასევე დაგაინტერესებთ:

კრემლმა ახალი ბრძანება გამოსცა

„მოცლილი რომ ვიყო მეოთხე ბინას ვერ ვიყიდდი ბათუმში, მომილოცეთ...“ - გურამ შეროზია გამომწერებს პასუხობს

„მოგებას იმსახურებს მხოლოდ ერთი ადამიანი…“ - რას წერს ნინუსი ტურავა „პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტებზე