1727944755
13 წლის ბავშვის სკანდალური ჩვენება - სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ბაბუაა
შუა ხნის კაცი შიდა ქართლში შვილიშვილზე სავარაუდოდ, სექსუალურად 5 წლის განმავლობაში ძალადობდა.
მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და ძალადობის შესახებ დედას უამბო.
„მეორე დილით პაპამ მითხრა, რომ მომხდარი ორივეს დიდი შეცდომა და ცოდვა იყო, ამიტომ ეკლესიაში წაყოლა მთხოვა. გავყევი კიდეც. მივედით ტაძარში, მითხრა, რომ მასთან ერთად უნდა მელოცა „მამაო ჩვენო“ მეთქვა და ორივეს მოგვენანიებია წინა ღამით ჩადენილი დანაშაული. მე ვფიქრობდი, რომ რაც თავს გადამხდა იყო მართლაც ჩემი ბრალი, რის გამოც ღმერთს პატიებას ვთხოვდი. ჩვენ ცოდვები მოვინანიეთ. პაპამ მითხრა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა – ამის მიუხედავად, ყოველთვის როდესაც მასთან სახლში ვრჩებოდი ჩემთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასეთ ფაქტს 40-ჯერ მაინც ჰქონდა ადგილი“, – წერს 13 წლის გოგონა ჩვენებაში.
ცნობისთვის, 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალებული 53 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა 12 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან).
11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.