პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ჯანდაცვის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „კარეკის“ ჯანდაცვის სტრატეგია და რეგიონული საინვესტიციო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ამ სამუშაო შეხვედრების დროს განიხილება, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები იქნება მასში მონაწილე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრისა და ტექნიკური დახმარების მისაღებად.
ღონისძიების ფარგლებში ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ შეინ როზენტალსა და სოციალური სექტორის დივიზიის დირექტორ რია ჰირაოკას შეხვდნენ. მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომითი უნარებს გაძლიერების საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.
„კარეკის“ ჯანდაცვის ჯგუფის ორგანიზებით, COVID-19-ის მართვისას მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა. მომხსენებლებს შორის იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.
ღონისძიებაში „კარეკის“ წევრი 10 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მიზანი ჯანდაცვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიმართულებით, ახალი ციფრული, ინოვაციური შესაძლებლობების გაზიარებაა.
24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732389257