ჟორდანიას კლინიკა ფოტოკონკურსს - „ძუძუს კიბო გვეხება ყველას“ ატარებს

ჟორდანიას კლინიკა ფოტოკონკურსი - ძუძუს კიბო გვეხება ყველას  ატარებს

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ დაავადებასთან საბრძოლველად ყველაზე მნიშვნელოვანი მართლაც მეტის გაგება, მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და გარშემომყოფთა თანადგომაა.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ატარებს ფოტოკონკურსს სახელად - „ძუძუს კიბო გვეხება ყველას“, რომელშიც ნამუშევრის გამოგზავნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. კონკურსანტებს ფოტოების ატვირთვის საშუალება 19 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ლინკზე შეუძლიათ:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfWZFXr1_5geozo3ZFhyb1XDF5vXp3GgWmrAIYHx83x1hLpBA/viewform 

20 ოქტომბერს ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, სადაც გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულიც. გამარჯვებულის ფოტო თბილისის ქუჩებში განლაგებულ ბილბორდებზე განთავსდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი 

032 2 24 32 32 

ნუცუბიძე, ერმილე ბედიას 33