„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
ეუთო/ოდირმა ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნა წინასწარი შედეგები და დასკვნები. დოკუმენტში დეზინფორმაციისა და ძალადობის შემთხვევებზეცაა საუბარი.
"ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს, გაეცნონ ამერიკის არჩევნებზე გაკეთებულ დასკვნას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არ არსებობს არცერთი სანდო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამერიკაში, არჩევნების დროს, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევებს ადგილი ჰქონდა.
პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველო ამერიკის არჩევნების შედარება ნონსენსია.
"კიდევ ერთი ნონსენსი არის შედარება ამ პროცესის აშშ-ის არჩევნებთან, სადაც არის ასწლოვანი გამაგრებული დემოკრატია და იქ ეს პროცესი არის მაღალი დონის. ერთი ორი შემთხვევა დარღვევის შეიძლება ყველგან იყოს, თუმცა არ არსებობს იქ ისეთი დასკვნა სადაც საუბარია მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ამ შედეგებზე," - აცხადებს გიგი წერეთელი.