VIDEO: „მგონი, აღარავის აინტერესებს კოვიდი“ - ქუჩის გამოკითხვა პანდემიაზე

gamokitxva

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანმა გამოწვევამ, პანდემიამ უკანა პლანზე გადაიწია. წამყვანი სპეციალისტების თქმით, ეს ლოგიკური და გამართლებულია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირუსს როგორც დაღმასვლა, ასევე აღმასვლა ახასიათებს და არ არის გამორიცხული, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაბალ ნიშნულზეა, ახალი შტამი გაჩნდეს და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს.

„ეცნობით თუ არა კოვიდ სტატისტიკას?“, „გაქრა თუ არა პანდემია?“ - ამ კითხვებით „დილა მშვიდობისა საქართველომ“ თბილისის მოსახლეობას მიმართა. ქუჩაში გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ვაქცინაციამ შედეგი გამოიღო და პანდემია ნელ-ნელა უკან იხევს.

ნახეთ ვიდეო⇓